понедельник, 31 мая 2010 г.

გათხრები გრძელდება

ალავერდის ექსპედიცია გათხრებს აგრძელებს მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამავე დროს მიმდინარეობს დაღრმავება ტაძრის ჩრდილო-დასალვეთ უბანზეც სადაც ითხრება მეორე დონე. ამ დონეზე აღმოჩენილი მასალა ანალოგიურია ჩრდილო-აღმოსავლეთ უბაბზე აღმოჩენილი არტეფაქტებისა, აღსანიშნავია მძივები რომლებიც სხვადასხვა ქვისაგან და მინერალებისაგან არის დამზადებული..ჩრდილო-დასავლეთით ასევე გღძელდება გასულ წელს გამოვლენილი კედლები და კულტურული ფენები, ჩნდება გვიანი შუასაუკუნეების სამარხები და არტეფაქტები...

პარალელურად სადაზვერვო შურფები კეთდება ტაძრის დასავლეთ მინაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზედაპირულად მოსჩანს მოზრდილი კედლების (?) ფრაგმენტები..

ექსპედიციასთან თანამშრომლობის მსურველები, ვოლუნტერები, სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით

დათო ბერიკაშვილი - არქეოლოგი 858 217158
ზაზა მახარაძე - მენეჯერი zazamakharadze@yahoo.com

ჩვენ მოხარული ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით..

Комментариев нет:

Отправить комментарий