среда, 2 июня 2010 г.

სიახლეები ალავერდიდან

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. მუშაობა მიმდინარეობს ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, აქ გამოვლინდა აგურებისაგან და ქვებისაგან გამართული სამარხები. ასევე ქვევრის ფრაგმენტები და განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი მასალა..განირჩევა ერთი სამარხი რომელიც მცირეწლოვან ბავშვს ეკუთვნის, სამარხი დამხრობილია თავით დასავლეთით და შემდგარია აგურებით. მის გადასახურავად გამოკენებულია იკო კრამიტები და არქიტექტურული დეტალები.

ასევე გრძელდება გათხრები ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე. გამოვლინდა გალავანის მიწით დაფარული მონაკვეთი და სხვადასხვა ნაგებობების (სათავსოების) ნანგრევები. ამ უბანზე აღმოჩნდა განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების შესანიშნავი მასალა.

სადაზვერვო შურფები კეთდება ,,დამცავი თხრილის" მონაკვეთზე. აქ ერთი მეტრის სიღრმეზე შირიმის ქვის კვადრების წყობა გამოჩნდა. გრუნტის წყლებმა შურფის მეტ სიღრმეზე დაწევის საშუალება არ მოგვცა.

ტაძრის დასავლეთ მინაშენის წინ ითხრება მიწის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც მიწის ზედაპირზე მოჩანს. ჯერჯერობით რაიმე სისტემა აქ არ იკვეთება, თუმცა კედლების სისქე საკმაოდ შთამბეჭდავია.. მომავალი გათხრები აქ არსებულ სურათს უფრო ნათელს გახდის.

Комментариев нет:

Отправить комментарий