суббота, 31 июля 2010 г.

სიახლეები ალავერდიდან

არქეოლოგიურმა გათხრებმა ალავერდის ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში დიდი ზომის ქვის ფილებით შედგენილი სამარხები გამოავლინა. სამარხების გახსნა ახლო მომავალშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის კედლების ქვეშ უფრო ძველი ეკლესიის კედლები გამოჩნდა რომელიც ადრეული პერიოდის ეკლესიის ნაშთს წარმოადგენს....დასრულდა ტაძრის ინტერიერში, წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან ნიშის გახსნა, გამოვლინდა XI საუკუნის კედლის მოხატულობის ფრაგმენტები და დეკორატიული გაფორმების დეტალები. ამავე დროს ნიშის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა ღიობი, რომელიც ტაძრის კედელში გამჭოლად გადიოდა...

ალავერდის ბაზილიკის დასავლეთ ნაწილი მთლიანად სამარხებით არის მოცული

ალავერდის ბაზილიკის საკურთხეველი გათხრების შემდეგ

ალავერდის ბაზილიკის ჩრდილოეთ კედეთან გაჭრილ შურფში უფრო ადრეული ბაზილიკის კედლები მოჩანს

ბაზილიკის სამხრეთ კედელში გამოვლენილი ღიობი (კარები?)

ექსპედიციის ხელმძღვანელი გია მახარაძე და არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი ნიშის გაწმენდის დროს

ალავერდის ჩრდილოეთ მკლავი. წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან არსებული ნიში

ალავერდის დღემდე უცნობი, ახლადაღმოჩენილი ფრესკა

წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან გამოვლენილი ფრესკის დეტალი

მოხატულობის ფრაგმენტი ნიშის მარცხენა ლილვზე