суббота, 31 июля 2010 г.

სიახლეები ალავერდიდან

არქეოლოგიურმა გათხრებმა ალავერდის ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში დიდი ზომის ქვის ფილებით შედგენილი სამარხები გამოავლინა. სამარხების გახსნა ახლო მომავალშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის კედლების ქვეშ უფრო ძველი ეკლესიის კედლები გამოჩნდა რომელიც ადრეული პერიოდის ეკლესიის ნაშთს წარმოადგენს....დასრულდა ტაძრის ინტერიერში, წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან ნიშის გახსნა, გამოვლინდა XI საუკუნის კედლის მოხატულობის ფრაგმენტები და დეკორატიული გაფორმების დეტალები. ამავე დროს ნიშის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა ღიობი, რომელიც ტაძრის კედელში გამჭოლად გადიოდა...

ალავერდის ბაზილიკის დასავლეთ ნაწილი მთლიანად სამარხებით არის მოცული

ალავერდის ბაზილიკის საკურთხეველი გათხრების შემდეგ

ალავერდის ბაზილიკის ჩრდილოეთ კედეთან გაჭრილ შურფში უფრო ადრეული ბაზილიკის კედლები მოჩანს

ბაზილიკის სამხრეთ კედელში გამოვლენილი ღიობი (კარები?)

ექსპედიციის ხელმძღვანელი გია მახარაძე და არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი ნიშის გაწმენდის დროს

ალავერდის ჩრდილოეთ მკლავი. წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან არსებული ნიში

ალავერდის დღემდე უცნობი, ახლადაღმოჩენილი ფრესკა

წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან გამოვლენილი ფრესკის დეტალი

მოხატულობის ფრაგმენტი ნიშის მარცხენა ლილვზე

კედელში ჩაყოლებული დეკორატიული ფრაგმენტები

ალავერდის ტაძრის სამხრეთით გაჭრილი სადაზვერვო თხრილი

სადაზვერვო თხრილში აღმოჩენილი კედლისა და თონის ნაშთი

სადაზვერვო თხრილში აღმოჩენილი კრამიტის ნატეხი

понедельник, 19 июля 2010 г.

მიმდინარე კვირა ალავერდში მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა

ბოლო კვირა ალავერდში უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენებით აღინიშნა. ტაძრის ინტერიერში,N 2 სამარხში ძალზედ ნატიფი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა. ასევე, ჩრდილოეთ უბანზე მიმდინარე სამუშაოების დროს გამოვლინდა მწვანე ტუფის ქვა, რომელზედაც ბიბლიური და მცენარეული მოტივებია გამოსახული. აღსანიშნავია მინიატურული ნაკეთობა, რომელიც სასულიერო პირის რელიეფურ გამოსახულებას წარმოადგენს...
წარმატებით დასრულდა ფრესკის მოხსნა ტაძრის ინტერიერში, წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან. ფრესკა მოხსნის შემდეგ სათანადოდ დამუშავდა და დაცულ იქნა საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში. ფრესკის მოხსნის შემდეგ, სამარხი კამერის თავზე აგურებით გამოყვანილი უნიკალური გამშვენება გამოჩნდა. . . .

ბიბლიური და მცენარეული მოტივებით შემკული მწვანე ტუფის ქვა ალავერდის გათხრებიდან

ძვალზე გრავირებული სასულიერო პირის მინიატურული გამოსახულება ალავერდის გათხრებიდან

N 2 სამარხში ბეჭდის აღმოჩენის ადგილი

N 2 სამარხის ბეჭედი in situ მდგომარეობაში

N 2 სამარხის ბეჭედი

ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე

არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში მიმდინარე გათხრების ყოველ ეტაპს გრაფიკულად აფიქსირებს

დავით გაგოშიძე პირადად ხელმძღვანელობს ფრესკის მოსახსხნელად საჭირო ყველა ღონისძიებას

ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი ზაზა მახარაძე და მხატვარ-რესტავრატორი დავით გაგოშიძე

ალავერდის მონასტერში წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან არსებული ფრესკის მოხსნა დაიწყო

წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის თავზე არსებული ფრესკის მოხსნა

ფრესკის მოხსნის უაღრესად საპასუხისმგებლო და დაძაბული მომენტი

ფრესკა გაწმენდისა და გადმოხსნის შემდეგ საიმედოდ იქნა კონსერვირებული

ფრესკის მოხსნის შემდეგ სამარხის კამერის თავზე აგურით გამოყვანილი გამშვენება გამოვლინდა

ფრესკის მოხსნის შემდეგ სამარხის თავზე გამვლენილი გამშვენება

четверг, 15 июля 2010 г.

ალავერდის ტაძარში ფრესკის კონსერვაცია დაიწყო

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში, წმ. ისოებ ალავერდელის სამარხთან არსებული ფრესკის კონსერვაცია დაიწყო. აღნიშნული სამუშაო სრულდება მხატვარ-რესტავრატორის დავით გაგოშიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ფრესკა გაიწმინდა მტვრისაგან და ჭუჭყისაგან, მოხდა მისი საგანგებო ხსნარებით დამუშავება და კონსერვაცია. დღეისათვის ფრესკა გამაგრებულია ხის ჩარჩოთი და რამდენიმე დღის შემდეგ მოხდება მისი მოხსნა..

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში არსებული ფრესკა კონსერვაციის დაწყებამდე

წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან არსებული ფრესკის საკონსერვაციოდ მზადება

ფრესკის კონსერვაციამდე მოხდა მისი გაწმენდა-გასუფთავება

ფრესკის კონსერვაციის დასაწყისი

ფრესკა საგანგებო ხსნარებით გაიწმინდა და გამაგრდა

ფრესკის კონსერვაციის პროცესი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში არსებული ფრესკა კონსერვაციის შემდეგ

ფრესკის მოსახსნელად საგანგებო ზომის ჩარჩო დამზადდა

ფრესკის კონსერვაციის შემდეგ მასზე ხის ჩარჩო დამაგრდა

ფრესკის მოხსნა რამდენიმე დღეში დასრულდება

ბაზილიკის გათხრების დროს აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი

среда, 7 июля 2010 г.

7 ივლისის მდგომარეობა

7 ივლისს ალავერდის არქეოლოგიურ ექსპედიციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ალავერდის ექსპედიცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან და საშუალებას აძლევს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საველე გამოცდილება მიიღონ..
ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანთან ერთად მიმდინარეობს გათხრები ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთ მკლავში სადაც შესწავლილ იქნა 6 სამარხი. ასევე მიმდინარეობს დაღრმავება ბაზილიკის ინტერიერში სადაც საკურთხეველში, ქვედა წყობის შელესილობაზე ჭდეული დეკორი დაფიქსირდა...

მიმდინარე გათხრების დროს აღმოჩენილი კერამიკა

ბაზილიკის საკურთხევლის ქვედა წყობის შელესილობაზე გამოვლენილი დეკორი

ტაძრის ინტერიერში შესწავლილი სამარხები