суббота, 31 июля 2010 г.
სიახლეები ალავერდიდან
არქეოლოგიურმა გათხრებმა ალავერდის ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში დიდი ზომის ქვის ფილებით შედგენილი სამარხები გამოავლინა. სამარხების გახსნა ახლო მომავალშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის კედლების ქვეშ უფრო ძველი ეკლესიის კედლები გამოჩნდა რომელიც ადრეული პერიოდის ეკლესიის ნაშთს წარმოადგენს....დასრულდა ტაძრის ინტერიერში, წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან ნიშის გახსნა, გამოვლინდა XI საუკუნის კედლის მოხატულობის ფრაგმენტები და დეკორატიული გაფორმების დეტალები. ამავე დროს ნიშის ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა ღიობი, რომელიც ტაძრის კედელში გამჭოლად გადიოდა...
понедельник, 19 июля 2010 г.
მიმდინარე კვირა ალავერდში მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა
ბოლო კვირა ალავერდში უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენებით აღინიშნა. ტაძრის ინტერიერში,N 2 სამარხში ძალზედ ნატიფი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა. ასევე, ჩრდილოეთ უბანზე მიმდინარე სამუშაოების დროს გამოვლინდა მწვანე ტუფის ქვა, რომელზედაც ბიბლიური და მცენარეული მოტივებია გამოსახული. აღსანიშნავია მინიატურული ნაკეთობა, რომელიც სასულიერო პირის რელიეფურ გამოსახულებას წარმოადგენს...
წარმატებით დასრულდა ფრესკის მოხსნა ტაძრის ინტერიერში, წმ. იოსებ ალავერდელის სამარხთან. ფრესკა მოხსნის შემდეგ სათანადოდ დამუშავდა და დაცულ იქნა საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში. ფრესკის მოხსნის შემდეგ, სამარხი კამერის თავზე აგურებით გამოყვანილი უნიკალური გამშვენება გამოჩნდა. . . .

четверг, 15 июля 2010 г.
ალავერდის ტაძარში ფრესკის კონსერვაცია დაიწყო
ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში, წმ. ისოებ ალავერდელის სამარხთან არსებული ფრესკის კონსერვაცია დაიწყო. აღნიშნული სამუშაო სრულდება მხატვარ-რესტავრატორის დავით გაგოშიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ფრესკა გაიწმინდა მტვრისაგან და ჭუჭყისაგან, მოხდა მისი საგანგებო ხსნარებით დამუშავება და კონსერვაცია. დღეისათვის ფრესკა გამაგრებულია ხის ჩარჩოთი და რამდენიმე დღის შემდეგ მოხდება მისი მოხსნა..
среда, 7 июля 2010 г.
7 ივლისის მდგომარეობა
7 ივლისს ალავერდის არქეოლოგიურ ექსპედიციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ალავერდის ექსპედიცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებასთან და საშუალებას აძლევს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს საველე გამოცდილება მიიღონ..
ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანთან ერთად მიმდინარეობს გათხრები ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთ მკლავში სადაც შესწავლილ იქნა 6 სამარხი. ასევე მიმდინარეობს დაღრმავება ბაზილიკის ინტერიერში სადაც საკურთხეველში, ქვედა წყობის შელესილობაზე ჭდეული დეკორი დაფიქსირდა...

среда, 30 июня 2010 г.
ალავერდის ტაძარში სამარხების შესწავლა დაიწყო
ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში გასულ წელს გამოვლენილი სამარხების შესწავლა დაიწყო. სამარხები მდებარეობენ წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის სამხრეთით,ისენი წარმოადგენენ ქვის ფილებით შედგენილ ქვაყუთებს, ზოგი მათგანი კოლექტიურ, ზოგიც ინდივიდუალურ სამარხს წარმოადგენს. სამარხებში არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა, მიმდინარეობს გაუსხნელი სამარხების შესწავლა
понедельник, 28 июня 2010 г.
29 ივნისის მდგომარეობა ალავერდის სამონასტო კომპლექსში
ალავერდის არექოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე ფაქტიურად დაასრულა. შედგა ამ მონაკვეთის გეგმა და მოხდა მისი ფოტოფიქსაცია.
გრძელდება გათხრები ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე და ასევე ტაძრის ჩრდილოეთით არსებულ ბაზილიკაში. ასევე განახლდა სამუშაოები ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში სადაც წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის სამხრეთით ექვსი სამარხი იქნა გამოვლენილი და პრეპარირებული..
თითქმის მთლიანად დასრულდა 2009 წელს აღმოჩენილი კოშკისა და დამცავი კედლების კონსერვაციაც..

Подписаться на:
Сообщения (Atom)