понедельник, 31 мая 2010 г.

გათხრები გრძელდება

ალავერდის ექსპედიცია გათხრებს აგრძელებს მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ამავე დროს მიმდინარეობს დაღრმავება ტაძრის ჩრდილო-დასალვეთ უბანზეც სადაც ითხრება მეორე დონე. ამ დონეზე აღმოჩენილი მასალა ანალოგიურია ჩრდილო-აღმოსავლეთ უბაბზე აღმოჩენილი არტეფაქტებისა, აღსანიშნავია მძივები რომლებიც სხვადასხვა ქვისაგან და მინერალებისაგან არის დამზადებული..ჩრდილო-დასავლეთით ასევე გღძელდება გასულ წელს გამოვლენილი კედლები და კულტურული ფენები, ჩნდება გვიანი შუასაუკუნეების სამარხები და არტეფაქტები...

პარალელურად სადაზვერვო შურფები კეთდება ტაძრის დასავლეთ მინაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზედაპირულად მოსჩანს მოზრდილი კედლების (?) ფრაგმენტები..

ექსპედიციასთან თანამშრომლობის მსურველები, ვოლუნტერები, სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით

დათო ბერიკაშვილი - არქეოლოგი 858 217158
ზაზა მახარაძე - მენეჯერი zazamakharadze@yahoo.com

ჩვენ მოხარული ვართ ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით..

ალავერდის ექსპედიციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი - ირაკლი ბერიკაშვილი

ექსპედიციის ხელმძღვანელი გია მახარაძე და წევრი ზაზა მახარძე ველზე

განირჩევა სარდიონის, გიშრის, პასტის, მინის, ქვისა და ქალცედონის მძივები

ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე აღმოჩენილი მძივები

ალავერდის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე მიმდინარეობს მეორე დონეზე დაღრმავება

пятница, 28 мая 2010 г.

აღსანიშნავია, რომ ალავერდში მწვანე ტუფით მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილები მშვენდებოდა. მწვანე ტუფით იყო გამშვენებული წმ. იოსებ ალავერდელი სამარხი, ალავერდის ტაძრის სამხრეთ ფასადი, ალავერდის ტაძრის თავდაპირველი კანკელი...გამომდინარე აქედან გათხრების შედეგად აღმოჩენილი მწვანე ტუფის ქვა ზედ არსებული ასონიშნებით მეტად საყურადღებო და საინტერესო არტეფაქტია!!

აღმოჩენილი ქვა სრული სახით არ არის შემორჩენილი თუმცა აქ არსებულ ასონიშნები საკმაოდ კარგად იკითხება


მნიშვნელოვანი აღმოჩენა ალავერდში...ჩრდილოეთ უბანზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა მწვანე ტუფის ქვა ძველქართული ასო-ნიშნებით!!


суббота, 22 мая 2010 г.

22 მაისი. გათხრები გრძელდება

დღეს დაიწყო ალავერდის ტაძრის ჩრდილო-დასალვეთი უბანის გათხრები. მოხდა გასათხრელი ფართობის დაკვადრატება და დაიწყო ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა. ძლიერი წვიმის მიუხედავად მუშაობა გაგრძელდა ოთხ კვადრატზე, დღის მეორე ნახევარში მუშაობა შეუძლებელი გახდა...ველოდებით მშრალ ამინდს...

კულტურულ ფენაში აღმოჩენილი შუასაუკუნეების პერიოდის სასმისი


მონეტის ავერსი


ალავერდის ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე აღმოჩენილი მონეტა. რევერსი.


ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთის მხრის დასავლეთ კარნიზი. ცხენის ბარელიეფური გამოსახულება


четверг, 20 мая 2010 г.

ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანის გათხრების მეორე დონე


გათხრები გრძელდება

ალავერდის ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე მიწის დონე შარშანდელი გათხრების დონეს უთანაბრდება. გაწმენდილი გალავანი მიმართება აღმოსავლეთის მიმართულებით და შედის მიწის გაუთხრელ მონაკვეთში, გალავნის სამხრეთით ჩნდება სხვადასხვა ზომის ქვევრების ნაშთები და სამარხები, უხვადაა შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი მასალა..ბაზილიკის აღმოსავლეთ კედელთან გამოჩნდა კიდევ უფრო ძველი კედლისა ნაშთი..

კიტრია თუ ბოხოხია:))))))


აღმოჩენილი მასალა მრავალფეროვანი და სახიერია..


ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე გაწმენდილი ქვევრის ნაშთები


ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე აღმოჩენილი ქვევრის ნაშთები


გალავნის დანგრეული ნაწილი პრეპარაციის შემდეგ


ალავერდის მონასტერი ღამით


вторник, 18 мая 2010 г.

გათხრები გრძელდება.. გათხრების მეორე დონეზე სამარხების რაოდენობამ იმატა. ასევე ჩნდება ქვევრების ნაშთები და განვითარებული შუასაუკუნეების კერამიკა.. გალავანის ნაწილი კვლავ გრძელდება აღმოსავლეთის მიმართულებით...

ალავერდის მონასტერი


შუასაუკუნეების დოქი ალავერდის გათხრებიდან


გათხრები გრძელდება...


ხელისუფლების წარმადგენლები სტუმრად ალავერდში


გზა შინისაკენ ცივ კოკა-კოლაზე გადის:)


пятница, 14 мая 2010 г.

გათხრების ყოველი ეტაპი ინახება ექსპედიციის ელექტრონულ ბაზაში


გათხრების მეორე დონეზე აღმოჩენილი განვითარებული შუასაუკუნეების პოლიქრომულად მოჭიქული კერამიკა


მიტროპოლიტი დავითი და მონაზვნები შუამთიდან ათვალიერებენ ახლადაღმოჩენილ სამარხს


ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი ზაზა მახარაძე


ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ბატონი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არქეოლოგიურ ველზე (2009 წელი)


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა სტუმრად ალავერდში (2009 წელი)


ალავერდის მონასტერი ღამით


არქეოლოგიური გათხრები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გრძელდება...მიმდინარე სეზონი (მაისი, ივნისი, ივლისი) არანაკლებ საინტერესოა ვიდრე გასული წლისა. წელს დაგეგმილია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილების არქეოლოგიური გათხრები და წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის შესწავლის დასრულება..
გასულ წელს ესპედიციასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა თბილისის ამერიკულ სკოლასა (ქიუ-ეს-აი თბილისი) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სტუდენტებმა აღნიშნული სასწავლებლებიდან სამონასტრო კომპლექსის გათხრებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები სიამოვნებით ითანამშრომლებენ კოლეგებთან სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე სტუდენტებთან და ვოლუნტერებთან.. თუ ვინმეს უნდა მონაწილეობა მიიღოს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიურ გათხრებში და როგორც იტყვიან, უნდა ხელები ,,გაიტალახიანოს” დაუკავშირდეს ექსპედიციის მენეჯერს – ზაზა მახარაძეს ან არქეოლოგ დათო ბერიკაშვილს

ზაზა მახარაძე 893937751 zazamakharadze@yahoo.com
დათო ბერიკაშვილი 858 217158 maka9tishi@yahoo.com

Archaeological excavations in Alaverdi

Alaverdy Monastery complex is one of the most impressive and main orthodox centre in Georgia. Archaeological studies of the complex started in 2009. Last year Northern part of the complex and the tomb of Josef Alaverdeli (one of the holly father) were excavated.. At present season (May, June, July) Eastern and Western parts of the complex are planed to be studied.
Many believers, students and visitors from different parts of country visit the site.

In 2009 students from QSI school Tbilisi and students from Telavi State University participated in excavation. The members of Alaverdy archaeological expedition are always glad to collaborate and work with colleagues, students and volunteers. In the case of interest and partnership contact:

ZaZa Makharadze – Manager 893937751 zazamakharadze@yahoo.com
Dato Berikashvili – archaeologist 858 217158 maka9tishi@yahoo.com

четверг, 13 мая 2010 г.

მაგისტრანტი მიხეილ ნატროშვილი აპრეპარირებს ბაზილიკის აღმოსავლეთ კედელთან აღმოჩენილ აკლდამას


მიმდინარეობს გათხრები ალავერდის ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე. გათხრების მეორე დონეზე არქეოლოგიურმა მასალამ მეტი ინტენსივობით იჩინა თავი, განირჩევა ჯამების, თეფშების, ქოთნების წითელკეციანი და პოლიქრომულად მოჭიკულით კერამიკა. ამავე დონეზე აღმოჩნდა საშუალო ზომის მთლიანად შემორჩენილი დოქი... გალავნის ჩრდილოეტით იკვეთება რიყის ქვითა და დუღაბით ნაშენი მძლავრი კედლები.. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ნაგებობასთან გვაქვს საქმე, თუმცა კიდევ 2 დღე და ეს საკითხი ნათელი იქნება...
P.S. ამ ნაგებობის სურათებს საიტზე ხვალიდან დავდებ

სამარხის გადახურვაში გამოყენებული არქიტექტურული დეტალი..


ბაზილიკის აღმოსავლეთ კედელთან აღმოჩენილი აგურებით, კრამიტებითა და არქიტექტურული დეტალებით შედგენილი აკლდამა..




გათხრების მეორე დონე.


ექსპედიციის წევრი დათო ბერიკაშვილი ახლად აღმოჩენილი დოქით ხელში




მოღრუბლული ამინდი და სიგრილე გათხრების პროცესს ხალისიანს ხდის..


,,ჩვენი რემბო":))


среда, 12 мая 2010 г.

არქეოლოგი გოჩა ლომთაძე აკვადრატებს გასათხრელ ფართობს


ჩრდილო–აღმოსავლეთ უბნის გათხრების პროცესი


ალავერდის ტაძრის ჩრდილო–აღმოსავლეთ უბანზე ჰუმისოვანი ფენის მოხსნის შემდეგ,


ექსპედიციის ხელმძღვანელი გია მახარაძე ველზე,


ალავერდის მონასტრის არქეოლოგიური შესწავლა გრძელდება

ალავერდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, ამა წლის 19 აპრილიდან განაახლა საველე–არქეოლოგიური სამუშაოები. ექსპედიცია დაკომპლექტებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ – თანამშრომლებითა და მოწვეული სპეციალისტებით.
დღეისათვის სამუშაოები მიმდინარეობს ალავერდის ტაძრის ჩრდილო – აღმოსავლეთ უბანზე. მოიხსნა ჰუმუსოვანი ფენა და მიმდინარეობს კულტურული ფენის შესწავლა. მიწის ზედაპირიდან 20-30 სმ – სიღრმეზე თავი იჩინა სამარხებმა. არქეოლოგიური მასალა ამ დონეზე მეტად მწირია. 2009 წელს გამოვლენილი გალავანი გრძელდება გათხრილ ფართობზეც და მიმართულია კომპლექსის აღმოსავლეთ მხარეს ...