არქეოლოგიური გათხრები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში გრძელდება...მიმდინარე სეზონი (მაისი, ივნისი, ივლისი) არანაკლებ საინტერესოა ვიდრე გასული წლისა. წელს დაგეგმილია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილების არქეოლოგიური გათხრები და წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის შესწავლის დასრულება..
გასულ წელს ესპედიციასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა თბილისის ამერიკულ სკოლასა (ქიუ-ეს-აი თბილისი) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სტუდენტებმა აღნიშნული სასწავლებლებიდან სამონასტრო კომპლექსის გათხრებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები სიამოვნებით ითანამშრომლებენ კოლეგებთან სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე სტუდენტებთან და ვოლუნტერებთან.. თუ ვინმეს უნდა მონაწილეობა მიიღოს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიურ გათხრებში და როგორც იტყვიან, უნდა ხელები ,,გაიტალახიანოს” დაუკავშირდეს ექსპედიციის მენეჯერს – ზაზა მახარაძეს ან არქეოლოგ დათო ბერიკაშვილს
ზაზა მახარაძე 893937751 zazamakharadze@yahoo.com
დათო ბერიკაშვილი 858 217158 maka9tishi@yahoo.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий