среда, 30 июня 2010 г.

ალავერდის ტაძარში სამარხების შესწავლა დაიწყო

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში გასულ წელს გამოვლენილი სამარხების შესწავლა დაიწყო. სამარხები მდებარეობენ წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის სამხრეთით,ისენი წარმოადგენენ ქვის ფილებით შედგენილ ქვაყუთებს, ზოგი მათგანი კოლექტიურ, ზოგიც ინდივიდუალურ სამარხს წარმოადგენს. სამარხებში არქეოლოგიური მასალა არ აღმოჩენილა, მიმდინარეობს გაუსხნელი სამარხების შესწავლა

2009 წელს აღმოჩენილი კოშკი და კონტრფორსი კონსერვაციის შემდეგ

დღეისათვის შესწავლილია სამი მხოლოდ სამი სამარხი

სამარხები ორიენტირებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთით და შედგენილია ქვის ფილებით

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში 2009 წელს გამოვლენილი სამარხების შესწავლა დაიწყო

понедельник, 28 июня 2010 г.

29 ივნისის მდგომარეობა ალავერდის სამონასტო კომპლექსში

ალავერდის არექოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანზე ფაქტიურად დაასრულა. შედგა ამ მონაკვეთის გეგმა და მოხდა მისი ფოტოფიქსაცია.
გრძელდება გათხრები ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე და ასევე ტაძრის ჩრდილოეთით არსებულ ბაზილიკაში. ასევე განახლდა სამუშაოები ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში სადაც წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის სამხრეთით ექვსი სამარხი იქნა გამოვლენილი და პრეპარირებული..
თითქმის მთლიანად დასრულდა 2009 წელს აღმოჩენილი კოშკისა და დამცავი კედლების კონსერვაციაც..

წმ. იოსებ ალავერდელის სამარხის სამხრეთით გამოვლენილი სამარხები

ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში გამოვლენილი ბურჯი

მონეტის რევერსი

მონეტის ავერსი

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადის რესტავრაციის დროს კედელში ჩატანებული მონეტა აღმოჩნდა

пятница, 25 июня 2010 г.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ბატონი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

ალავერდის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე, ბატონი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და ქალბატონი დიანა ბოლოთაშვილი ალავერდში

სტუმრები ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ ფასადთან

25 ივნისს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი და აქ მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოინახულა

არქეოლოგი დათო ბერიკაშვილი სტუმრებს ახლადაღმოჩენილ სასმისებს აჩვენებს

სტუმრებმა ჩრდილო-დასავლეთ უბანზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრები დაათვალიერეს

24 ივნისს ალავერდის არქეოლოგიური გათხრები ღვინის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებმა მოინახულეს

პარალელურად მიმდინარეობს 2009 წელს შესწავლილი კოშკის კონსერვაცია

ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთით დაიწყო ბაზალტის ფილების მოხსნა

среда, 23 июня 2010 г.

გათხრები ალავერდში გრძელდება

გადაუღებელი წვიმების გამო გათხრები ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შეფერხდა. ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად გაგრძელდა გათხრები ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ უბანზე. ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა ბეტონის საფარისა და მავრთულბადის დემონტაჟი, ჩრდილო-დასავლეთ უბანზე კი გაიწმინდა გალავნის ნაწილი, ქვევრები და კერამიკული ქურა. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მრავალფეროვანი და ინფორმაციულია

კრამიტის ფრაგმენტი ასომთავრული ასონიშნებით. ალავერდის ჩრდილო-დასავლეთ უბანი

ორნამენტირებული ქოთანი ჩრდილო-დასავლეთ უბანის გათხრებიდან

გათხრების დროს აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი

ჩრდილო-დასავლეთ უბანზე გამოვლენილი ქვევრები

ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ უბანი

კერამიკული ქურა პრეპარაციის შემდეგ

კერამიკის გამოსაწვავი ქურა ჩრდილო-დასავლეთ უბანზე

ბეტონის საფარისა და რკინის მავრთულბადის მოხსნა ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე

მიუხედავად უამინდობისა, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე მოხერხდა ბეტონის საფარის დემონტაჟი

გადაუღებელი წვიმების გამო ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთ უბანი ნაწილობრივ დაიტბორა, რამაც გათხრები მნიშვნელოვანად შეაფერხა

понедельник, 14 июня 2010 г.

პროექტის II ეტაპი გეგმიურად მიმდინარეობს.




















ალავერდის კომპლექსური ექსპედიცია აგრძელებს გათხრებს კომპლექსის ტერიტორიაზე. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმიურად მიმდინარეობს. არქეოლოგიური გათხრების პარალელურად ხდება 2009 წელს აღმოჩენილი შენობა-ნაგებობების კონსერვაცია.

2009 წელს აღმოჩენილი კოლექტიური სამარხების კონსერვაცია

2009 წელს აღმოჩენილი კედლების კონსერვაცია

აკლდამა გაწმენდის შემდეგ

აკლდამის გაწმენდა ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანზე

ახლად აღმოჩენილი ქოთანი ჩრდილო-დასავლეთ უბანზე

воскресенье, 6 июня 2010 г.

დღევანდელი მდგომარეობა...

დღეისათვის ალავერდის ჩრდილო-დასალეთ უბანზე მიმდინარეობს მეორე დონის გათხრები. იწმინდება ახლადგამოვლენილი სათავსოები, გალავანის დასავლეთ ნაწილი და სამეურნეო დანიშნულების ორმოები. პარალელურად ხდება არქეოლოგიური მასალის სისტემაში მოყვანა, მისი გარეცხვა, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია.
მიმდინარეობს ტაძრის დასავლეთით არსებული კედლების შესწავლა და 2009 წელს გამოვლენილი გალავნისა და სათავსო-ნაგებოების კონსერვაცია...

ექსპედიციის წევრი მიხეილ ნატროშვილი სამეურნეო ორმოს პრეპარაციის დროს

ბრტყელი კრამიტის ნატეხი ძველქართული დამწერლობის ფრამგენტით

მხატვრულად გაფორმებულ მინა ალავერდის გათხრებიდან

ვერცხლის ორნაწილიანი ბურთულა ალავერდიდან

ტაძრის ჩრდილოეთით არსებულ ერთერთ სამარხში მიცვალებულის თავის ქალა შუბლის არეში საგანგებოდ იყო გადაკვეთილი

სფერო-კონუსი ალავერდიდან

ქვის დანა ჩრდილო-დასავლეთ უბნიდან

ჩრდილო-დასავლეთ უბანზე აღმოჩენილი განივთარებული შუასაუკუნეების მოჭიქული ჯამის ძირი

კონსერვაცია მიმდინარეობს ტრადიციული მასალითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით

გათხრების პარალელურად მიმდინარეობს 2009 წელს გამოვლენილი გალავნისა და სათავსოების კონსერვაცია

ჩრდილო-დასავლეთ უბანზე მიმდინარეობს მეორე დონეზე დაღრმავება

ალავერდის ტაძრის დასავლეთით აღმოჩენილი აკლდამის ფოტოფიქსაცია

ტაძრის დასავლეთით გამოვლენილი ძველი ნაგებობის კედლები savaraudod taZris qveS vrceldeba